| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ რატიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს. 1953-1954წწ. ქ. რუსთავის სანიტარული განათლების სახლის გამგე; 1954-1972წწ. ქ. რუსთავის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1972 წელს ქ. რუსთავის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1972-1975წწ. ქ. თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1975-1986წწ. ამავე საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1986-1995წწ. ამავე საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1996-2000წწ. ქ. თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრის პედიატრი-ინფექციონისტი; მან აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში: ინფექციურ სნეულებაში (1956), პედიატრიაში (1960, 1963, 1971); ქალაქებში: მოსკოვი - ბავშვთა ინფექციები (1964) და ლენინგრადი - მენინგოკოკურ ინფექციაში (1971); მან ორჯერ გაიარა ატესტაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო კომისიის მიერ მიენიჭა ექიმ-ინფექციონისტის წოდება, შემდეგ კი - პირველი კატეგორიის ექიმის წოდება; 1973-1979წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. თბილისის მე-4 სამედიცინო ტექნიკუმში, მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; არის 3 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც რამდენჯერმე მოხსენებით წარადგინა რესპუბლიკის ინფექციონისტთა, ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და პარაზიტოლოგთა გაერთიანებული საზოგადოების სხდომაზე; იყო სანავიოს კონსულტანტი და გარდაცვალებულთა შემთხვევების განხილვის კომისიის მუდმივი ოპონენტი. დაჯილდოებული იყო მადლობებითა და სიგელებით. პირველი კატეგორიის ექიმი-ინფექციონისტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010, გვ.745-746 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

