| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ახობაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1975–1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1978-1995წწ. დოცენტი; 1995 – 2006წწ. პროფესორი; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მათემატიკური ანალიზის კათედრის ასოცირებული პროფესორი; ხანგრძლივი დროის განმავლობაში კითხულობს მთელ რიგ საგნებს: "მათემატიკური ანალიზი", "ფუნქციონალური ანალიზი", "მათემატიკური ანალიზი - 1", "მათემატიკური ანალიზი - 2", "მათემატიკური ანალიზი - 3", "ლებეგის ზომა და ინტეგრალი", "ფუნქციათა თეორია" და სხვა; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება ფუნქციათა თეორიას, ფუნქციონალურ ანალიზსა და, მეტწილად, ჰარმონიულ ანალიზს; მის შრომებში დადგენილია ერთი და მრავალი ცვლადის სასრული ვარიაციის ფუნქციათა გარკვეული კლასების თვისებები, შესწავლილია ტრიგონომეტრიული სისტემის მიმართ ამ კლასების ფუნქციების აპროქსიმატული თვისებები. ტრიგონომეტრიული მწკრივებისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რიცხვითი მწკრივებისათვის კაპლანის მიერ შემოღებული ე. წ. განზოგადებული ჩეზაროს მეთოდი; იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კოორდინატორი (2008) და ხელმძღვანელი (2018). მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა ორი მეცნიერებათა კანდიდატის და სამი სადოქტორო დისერტაცია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1974), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

