The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ახობაძე

თეიმურაზ ახობაძე
Date of birth:17 October, 1948  (77 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1975–1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1978-1995წწ. დოცენტი; 1995 – 2006წწ. პროფესორი; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მათემატიკური ანალიზის კათედრის ასოცირებული პროფესორი; ხანგრძლივი დროის განმავლობაში კითხულობს მთელ რიგ საგნებს: "მათემატიკური ანალიზი", "ფუნქციონალური ანალიზი", "მათემატიკური ანალიზი - 1", "მათემატიკური ანალიზი - 2", "მათემატიკური ანალიზი - 3", "ლებეგის ზომა და ინტეგრალი", "ფუნქციათა თეორია" და სხვა; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება ფუნქციათა თეორიას, ფუნქციონალურ ანალიზსა და, მეტწილად, ჰარმონიულ ანალიზს; მის შრომებში დადგენილია ერთი და მრავალი ცვლადის სასრული ვარიაციის ფუნქციათა გარკვეული კლასების თვისებები, შესწავლილია ტრიგონომეტრიული სისტემის მიმართ ამ კლასების ფუნქციების აპროქსიმატული თვისებები. ტრიგონომეტრიული მწკრივებისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რიცხვითი მწკრივებისათვის კაპლანის მიერ შემოღებული ე. წ. განზოგადებული ჩეზაროს მეთოდი; იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კოორდინატორი (2008) და ხელმძღვანელი (2018). მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა ორი  მეცნიერებათა კანდიდატის და სამი სადოქტორო დისერტაცია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1974), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Bibliography

  • მათემატიკა : მე-10 კლასი : სახელმძღვ. ზოგადსაგანმანათლ. დაწესებულების საშ. საფეხურისათვის (Co-Author). - თბილისი, პედაგოგიკა, 2012. - 300გვ.. - ISBN: 9789992811788
  • მათემატიკა : მე-11 კლასი : სახელმძღვ. ზოგადსაგანმანათლ. დაწესებულების საშ. საფეხურისათვის (Co-Author). - თბილისი, პედაგოგიკა, 2012. - 332გვ.. - ISBN: 9789992811795
  • მათემატიკა : მე-7 კლასი : სახელმძღვ. ზოგადსაგანმანათლ. დაწესებულების საბაზო საფეხურისათვის (Co-Author). - თბილისი, პედაგოგიკა, 2012. - 292გვ.. - ISBN: 9789992811757
  • მათემატიკა : მე-8 კლასი : სახელმძღვ. ზოგადსაგანმანათლ. დაწესებულების საბაზო საფეხურისათვის (Co-Author). - თბილისი, პედაგოგიკა, 2012. - 280გვ.. - ISBN: 9789992811764
  • მათემატიკა : მე-9 კლასი : სახელმძღვ. ზოგადსაგანმანათლ. დაწესებულების საბაზო საფეხურისათვის (Co-Author). - თბილისი, პედაგოგიკა, 2012. - 296გვ.. - ISBN: 9789992811771

Share: