| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გიგიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943-1944წწ. იყო ქ. ხარკოვის ევაკოჰოსპიტლის ექიმი-ორდინატორი; 1944 წელს ქ. თბილისის 2461 ევაკოჰოსპიტლის ექიმი-ორდინატორი; 1944-1946წწ. მუშაობდა სპ. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შემდეგ თანამდებობებზე: 1944-1946წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1946-1952წწ. კლინიკური განყოფილების ექიმი-ორდინატორი, 1952-1955წწ. ჰელმინთოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო შემდეგ ეპიდემიოლოგიური მეცნიერ-თანამშრომელი, 1955-1957წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1957-1962წწ. დიზენტერიული განყოფილების ხელმძღვანელი, 1962-1965წწ. ამავე განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, 1965-1979წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ავტორია 106 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 1 მონოგრაფია აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილზე (თანაავტორი); არის 8 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მისი ნაშრომები შეეხება სამედიცინო პარაზიტოლოგიური საკითხების კლინიკის, ეპიდემიოლოგიისა და მკურნალობის პრობლემებს; თანაავტორებთან ერთად გამოავლინა ანკილოსტომიდოზის მიკროკერები საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში; შეისწავლა ადამიანის ფასციოლოგიის საკითხები და აღწერა ამ დაავადების ენდემური კერები; პირველმა აღწერა ადამიანის გიგანტური ფასციოლოგიის შემთხვევები; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს საგანში - "ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური საფუძვლები"; იყო სანიტარული კულტურის სახლის ლექტორი და ეწეოდა პროპაგანდას ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებზე (1940 წლიდან). დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელითა და მედლით. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1975). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.781-784 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

