The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გიგიტაშვილი

მიხეილ გიგიტაშვილი
Date of birth:15 November, 1916
Date of death:10 January, 1986  (at 69 years)
Burial location:სოფელ ქვიშხეთის საგვარეულო სასაფლაო, ხაშურის მუნიციპალიტეტი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს.

1943-1944წწ. იყო ქ. ხარკოვის ევაკოჰოსპიტლის ექიმი-ორდინატორი; 1944 წელს ქ. თბილისის 2461 ევაკოჰოსპიტლის ექიმი-ორდინატორი; 1944-1946წწ. მუშაობდა სპ. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შემდეგ თანამდებობებზე: 1944-1946წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1946-1952წწ. კლინიკური განყოფილების ექიმი-ორდინატორი, 1952-1955წწ. ჰელმინთოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო შემდეგ ეპიდემიოლოგიური მეცნიერ-თანამშრომელი, 1955-1957წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1957-1962წწ. დიზენტერიული განყოფილების ხელმძღვანელი, 1962-1965წწ. ამავე განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, 1965-1979წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ავტორია 106 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 1 მონოგრაფია აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილზე (თანაავტორი); არის 8 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; მისი ნაშრომები შეეხება სამედიცინო პარაზიტოლოგიური საკითხების კლინიკის, ეპიდემიოლოგიისა და მკურნალობის პრობლემებს; თანაავტორებთან ერთად გამოავლინა ანკილოსტომიდოზის მიკროკერები საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში; შეისწავლა ადამიანის ფასციოლოგიის საკითხები და აღწერა ამ დაავადების ენდემური კერები; პირველმა აღწერა ადამიანის გიგანტური ფასციოლოგიის შემთხვევები; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს საგანში - "ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური საფუძვლები"; იყო სანიტარული კულტურის სახლის ლექტორი და ეწეოდა პროპაგანდას ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებზე (1940 წლიდან). დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელითა და მედლით.  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1975).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.781-784

Member of Organizations

  • საზოგადოება "ცოდნა", წევრი
  • საქართველოს პარაზიტოლოგთა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

Share: