The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ბაბილუა

პეტრე ბაბილუა
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1979  (47 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 2000 წელს; მაგისტრატურა 2002 წელს.

2003-2006წწ. იყო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალბა­თობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასისტენტი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (ზსმფ) ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პროფესორი; 2009-2020წწ. ამავე კათედრის ასისტენტ პროფესორი; 2020 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტ­ყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2006-2009წწ. არის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორი და 2013-2015წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გამარჯვებული პროექტის ძირითადი შემსრულებელი; მისი ძირითადი შრომები ეხება სემიმარტინალის ლოკალურ დროსა და ამერიკული ოფციონის ფასდადების ამოცანებს ერთგანზომილებიან დიფუზიურ მოდელში; რეგრესიის ფუნქციის და განაწილების სიმკვრივის არაპარამერული გულოვანი შეფასებების შესწავლას; განაწილების სიმკვრივის ნადარაია-ვატსონის ტიპის შეფასებებს; თანხმობისა და ერთგვაროვნობის ჰიპოთეზის შემოწმებისათვის ახალი კრიტერიუმების აგებას და სხვა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2005).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო სტატისტიკური ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: