| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე ბაბილუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 2000 წელს; მაგისტრატურა 2002 წელს. 2003-2006წწ. იყო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასისტენტი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (ზსმფ) ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პროფესორი; 2009-2020წწ. ამავე კათედრის ასისტენტ პროფესორი; 2020 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2024 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2006-2009წწ. არის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორი და 2013-2015წწ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გამარჯვებული პროექტის ძირითადი შემსრულებელი; მისი ძირითადი შრომები ეხება სემიმარტინალის ლოკალურ დროსა და ამერიკული ოფციონის ფასდადების ამოცანებს ერთგანზომილებიან დიფუზიურ მოდელში; რეგრესიის ფუნქციის და განაწილების სიმკვრივის არაპარამერული გულოვანი შეფასებების შესწავლას; განაწილების სიმკვრივის ნადარაია-ვატსონის ტიპის შეფასებებს; თანხმობისა და ერთგვაროვნობის ჰიპოთეზის შემოწმებისათვის ახალი კრიტერიუმების აგებას და სხვა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2005). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

