| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაროსლავ ქალდანი![]()
Biographyუნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სწავლა მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში განაგრძო, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების კათედრაზე გააგრძელა მუშაობა. იაროსლავ ქალდანი ფლობდა რამდენიმე ევროპულ ენას, გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომები, მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე. 1985-1989 წლებში, როგორც მაღალი რანგის სპეციალისტი, მივლინებით იმყოფებოდა ნიგერიაში. 1989 წლიდან მუშაობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის უცხო ენების კათედრაზე. 1991 წელს ამ კათედრის გამგედ დაინიშნა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 1 მარტს ჩაირიცხა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.414-415 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

