The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მიქატაძე

თამარ მიქატაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 1995  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფიჭვნარის სასაფლაო, ქობულეთი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1941 წელს.

1944-1947წწ. იყო ქობულეთის რაიონის სოფელ ჭახათის ექიმი; 1948-1956წწ. ქობულეთის რაიონის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი; 1957-1971წწ. ქობულეთის ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1971-1972წწ. ქობულეთის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის (კონსულტაციის) გამგე; 1972-1980წწ. ქობულეთის რაიონის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1980-1985წწ. ქობულეთის რაიონის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-კარდიორევმატოლოგი. მან წლების მანძილზე აიმაღლა კვალიფიკაცია პედიატრიაში თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში და ლენინგრადის პედიატრიის ინსტიტუტში. 16 წლის მანძილზე მუშაობდა რაიონის ბავშვთა საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის მთავარ ექიმად; მისი მუშაობის პერიოდში 1954 წელს აშენდა ბავშვთა საავადმყოფო, თანამედროვე აღჭურვილობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დაჯილდოებულია მრავალი მედლით, სიგელითა და მადლობით. პირველი კატეგორიის ექიმი-პედიატრი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.781-785

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: