| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ მიქატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1941 წელს. 1944-1947წწ. იყო ქობულეთის რაიონის სოფელ ჭახათის ექიმი; 1948-1956წწ. ქობულეთის რაიონის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი; 1957-1971წწ. ქობულეთის ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1971-1972წწ. ქობულეთის რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკის (კონსულტაციის) გამგე; 1972-1980წწ. ქობულეთის რაიონის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1980-1985წწ. ქობულეთის რაიონის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-კარდიორევმატოლოგი. მან წლების მანძილზე აიმაღლა კვალიფიკაცია პედიატრიაში თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში და ლენინგრადის პედიატრიის ინსტიტუტში. 16 წლის მანძილზე მუშაობდა რაიონის ბავშვთა საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის მთავარ ექიმად; მისი მუშაობის პერიოდში 1954 წელს აშენდა ბავშვთა საავადმყოფო, თანამედროვე აღჭურვილობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დაჯილდოებულია მრავალი მედლით, სიგელითა და მადლობით. პირველი კატეგორიის ექიმი-პედიატრი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.781-785 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

