The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლღა ყაზბეგი

ოლღა ყაზბეგი
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Educator, Public Man, Humanitarian

Biography

ოლღა ყაზბეგის დაბადების თარიღი უცნობია. იგი დაიბადა პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. ოლღა ყაზბეგი ცნობილი იყო საქართველოში თავისი საზოგადოებრივ-ლიტერატურული და თეატრალური მოღვაწეობით. ანტონ ფურცელაძის ცნობით, ოლღა თავის დასთან, ელისაბედ (ლიზა) ყაზბეგთან ერთად იმ მცირერიცხოვან ქართველ ქალთა შორის იყო, რომლებიც გაბედულად არღვევდნენ პატრიარქალურ ტრადიციებს და აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ-თეატრალურ საქმიანობაში. "ეს ორი პატივცემული დანი იყვნენ იმ დროის ინტელიგენტურ წრეებში ერთი უკეთესი მოღვაწეთაგანი". ოლღა ყაზბეგის შესახებ სერგეი მესხი 1875 წლის 3 ნოემბერს ეკატერინე მელიქიშვილს წერდა: "ოლღა ყაზბეგის ქალი ახლოს გავიცანი ახლა. ძალიან კარგი ქალი ყოფილა, პატიოსანი და ჭკვიანი. ჩვენს სკოლაში ისაა ახლა მასწავლებლად". 1882 წელს ოლღა ყაზბეგი ახალციხის ქალთა სასწავლებლის მზრუნველი იყო. 1884 წელს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მმართველობამ მას ახალციხის აგენტობა (პირი, რომელიც მოქმედებს ვინმეს დავალებით) შესთავაზა. ნიკოლოზ ყაზბეგის შვილი, გაბრიელ ყაზბეგის შვილიშვილი, დიმიტრი (მიტკა), გიორგიივანე (იან), რაფიელ (ფიდო) და ელისაბედ (ლიზა) ყაზბეგების და. ქველმოქმედი.

წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური.-თბ.,1985.-გვ.80-81

Member of Organizations

  • ახალციხის კეთილმოქმედების საზოგადოება, თავმჯდომარე (1882-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , საზოგადოების დამხმარე წევრი ახალციხეში (1886-1890)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1886-)

Share: