The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალბერტ ქართველიშვილი

ალბერტ ქართველიშვილი
Other name:რომან ქართველიშვილი
Date of birth:1950
Date of death:6 July, 1993  (at 43 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლამისყანა, კასპის რაიონი.

მუშაობდა რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახურში. 1993 წლის 30 ივნისს დაინიშნა მე-8 სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილედ. მსახურობდა საქართველოს რკინიგზის შეიარაღებული დაცვის სამსახურში, ჯერ მე-14 მსროლელთა ჯგუფში, შემდეგ მე-17 მსროლელთა ჯგუფის "იოტა" ასმეთაურად. 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის, გენერალ გენო ადამიას დავალებით 1993 წლის 3 ივნისიდან იმყოფებოდა სოხუმჰესის დასაცავად, სადაც ირიცხებოდა რკინიგზის მე-8 სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფში ასმეთაურად. 1993 წლის 6 ივლისს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და სხვა დაღუპულ ბიჭებთან ერთად საძმო საფლავში დაკრძალეს. თბილისში, ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ალბერტ ქართველიშვილის სახელი. კაპიტანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.417

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: