| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლელი ბარამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუნჯუათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1955 წლიდან აკაკი შანიძის ინიციატივით იყო ძველი ქართული ენის კათედრის ლაბორანტი; 1957-1961წწ. ამავე კათედრის ასპირანტი, დოცენტი (1978). 1963 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის პედაგოგის ასისტენტი; 1968-1973წწ. ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1974-2005წწ. დოცენტი; 2006-2009წწ. ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი. იკვლევდა ძველი ქართული ენისა და ქართული ენის ისტორიული გრამატიკის საკითხებს; ავტორია არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ოთხი მონოგრაფიის; წლების განმავლობაში კითხულობდა ძვ. ქართ. ენის კათედრის ყველა ძირითად საგანს: ქართულ პალეოგრაფიას, ძველ ქართულ ენას, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის სპეცკურსს ძველ ქართულ ზმნაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1966), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი (2009). საკანდიდატო დისერტაცია თემა - "ზოგიერთი ტიპის მეშველზმნიან ფორმათა ჩასახვა და განვითარება ქართულში" (ხელმძღვ. აკაკი შანიძე), დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაცია თემა - "ზმნის მორფოლოგიურ კატეგორიათა (პირი, რიცხვი, გვარი) ისტორიისათვის ქართულში", დაიცვა 2004 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

