The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ბარბაქაძე

შოთა ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი (1997), შემდეგ ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა, ბიოფიზიკის სპეციალობით (2000).

1998 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლი. როგორც ახალგაზრდა მეცნიერს, მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სახელობის II ხარისხის სტიპენდია (2005). 2006–2008წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. 2009–2014წწ. პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიურ დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2014 წლიდან არის ამავე დეპარტამენტის, კომპიუტერული ტექნიკის ინფრასტუქტურის განყოფილების უფროსი. ასევე ხელმძღვანელობს დისტანციური სწავლების ცენტრს. სამეცნიერო ინტერესები: კალორიმეტრია, ბიოლოგიური სისტემების თერმოდინამიკული ანალიზი, Spirulina Platensis  და C-Phycocyanin-ის მიკროკალორიმეტრული შესწავლა. არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში როგორც პოსტერის გამოფენით, ასევე მოხსენებით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 2023 წელს. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: