| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ბარბაქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი (1997), შემდეგ ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა, ბიოფიზიკის სპეციალობით (2000). 1998 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლი. როგორც ახალგაზრდა მეცნიერს, მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სახელობის II ხარისხის სტიპენდია (2005). 2006–2008წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე; 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია. 2009–2014წწ. პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიურ დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2014 წლიდან არის ამავე დეპარტამენტის, კომპიუტერული ტექნიკის ინფრასტუქტურის განყოფილების უფროსი. ასევე ხელმძღვანელობს დისტანციური სწავლების ცენტრს. სამეცნიერო ინტერესები: კალორიმეტრია, ბიოლოგიური სისტემების თერმოდინამიკული ანალიზი, Spirulina Platensis და C-Phycocyanin-ის მიკროკალორიმეტრული შესწავლა. არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული 15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში როგორც პოსტერის გამოფენით, ასევე მოხსენებით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 2023 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

