| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა ბოჟაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. საქართველოს სამხედრო კომისარიატის მიერ გაგზავნილ იქნა ხაშურის სამხედრო კომისარიატის განკარგულებაში, რომელმაც გაანაწილა ის ხაშურის პირველ საშუალო სკოლაში მოთავსებულ სამხედრო ჰოსპიტალში ექიმ-თერაპევტად; 1942-1945წწ. პარალელურად მუშაობდა ხაშურის რაიონული პოლიკლინიკის თერაპევტად; 1945-1956წწ. გამძვინვარებულ მალარიის ლიკვიდაციასა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად ზ. ბოჟაძე დაინიშნა ხაშურის რაიონის სამალარიო სადგურის გამგედ; 1956-1990წწ. იყო ხაშურის რაიონის სანეპიდსადგურის ექიმი-პარაზიტოლოგი და ტროფიკული მედიცინის ექიმი; ორგანიზაცია გაუწია რაიონში არსებული დაჭაობებული ტერიტორიების სათანადო შემოწმება-გამოკვლევა-აღრიცხვას, შექმნა რაიონში ბონიფიკატორთა ბრიგადები და აწარმოა ჭაობების შხამქიმიკატებით დამუშავება და გარემოს გაჯანსაღება, აწარმოა მალარიით დაავადებული მოსახლეობის სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა, ასევე - მოსახლეობის პროფილაქტიკური ღონისძიებები; წლების მანძილზე მონაწილეობდა ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგთა რესპუბლიკურ ყრილობების მუშაობაში, გამოდიოდა სათანადო მოხსენებიბითა და წინადადებებით. დაჯილდოებულია ბევრი მადლობით, სიგელითა და მედლით. დამსახურებული პენსიონერი (1999), ექიმი-თერაპევტი, გამოცდილი პრაქტიკოსი მალარიოლოგი, პარაზიტოლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, უფროსი ლეიტენანტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010., გვ.795-798 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

