| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ბახსოლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1998 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 2002 წელს. 2004 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი; 2024 წელს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2014 წელს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მუშაობდა ძველი ქვეყნების ისტორიაში და იკვლევდა გვიანხეთური ხანის ძვ. მცირე აზიის ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებების ისტორიულ გეოგრაფიას, სოციოლოგიას, რელიგიურისა და პოლიტიკური ისტორიულ საკითხებს; აკად. ნ. ხაზარაძესთან ერთად განაგრძო ლუვიური იეროგლიფების კვლევა-ძიება, ისტორიულ-კულტურუი რეალიების დასადგენად ლუვიური იეროგლიფური ნიშნები პირველწყაროს სტატუსით წარმოაჩინა და აღადგინა ძვ. ანატოლიის ფიზიკური გეოგრაფიის, ფლორისა და ფაუნის, ხელოსნობის, შეიარაღების, საზოგადოების სოციალური სტრუქტურისა და ძველი ანატოლიელთა რწმენა-წარმოდგენების სურათი. მისი რედაქციით გამოიცა აკად. ნ. ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი "შრომები" (2024). დაჯილდოებულია "საქართველოს ქალთა საბჭოს" მადლიერების სიგელით სამეცნიერო-კვლევით სფეროში გაწეული ღვაწლისათვის (2023). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (2006); ისტორიის დოქტორი (2007). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

