The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ბახსოლიანი

ნანა ბახსოლიანი
Date of birth:21 February, 1973  (53 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1998 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 2002 წელს.

2004 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი; 2024 წელს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2014 წელს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მუშაობდა ძველი ქვეყნების ისტორიაში და იკვლევდა გვიანხეთური ხანის ძვ. მცირე აზიის ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებების ისტორიულ გეოგრაფიას, სოციოლოგიას, რელიგიურისა და პოლიტიკური ისტორიულ საკითხებს; აკად. ნ. ხაზარაძესთან ერთად განაგრძო ლუვიური იეროგლიფების კვლევა-ძიება, ისტორიულ-კულტურუი რეალიების დასადგენად ლუვიური იეროგლიფური ნიშნები პირველწყაროს სტატუსით წარმოაჩინა და აღადგინა ძვ. ანატოლიის ფიზიკური გეოგრაფიის, ფლორისა და ფაუნის, ხელოსნობის, შეიარაღების, საზოგადოების სოციალური სტრუქტურისა და ძველი ანატოლიელთა რწმენა-წარმოდგენების სურათი. მისი რედაქციით გამოიცა აკად. ნ. ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი "შრომები" (2024). დაჯილდოებულია "საქართველოს ქალთა საბჭოს" მადლიერების სიგელით სამეცნიერო-კვლევით სფეროში გაწეული ღვაწლისათვის (2023). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (2006); ისტორიის დოქტორი (2007).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

Member of Organizations

  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, წევრი (2013-)

Bibliography


Share: