| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბახტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1992 წელს; ასპირანტურა 1995 წელს. 1997-2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2022-2025წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2010-2014წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრი (2017); რუმინეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრი (2018); სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: საქართველოს ისტორიის ზოგადი კურსი; VIII-XV სს. საქართველოს ისტორია; ფეოდალური საგვარეულოების ისტორია; ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო წყობილება; პოლონეთის ისტორია. მისი კვლევის სფეროებია: საქართველოს შუა საუკუნეების სახელმწიფო წყობილება, ფეოდალური საგვარეულოების ისტორია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია, საქართველო-პოლონეთის ურთიერთობა 1918-1939 წწ.; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2005). საკანდიდატო დისერტაციის თემა -"საერისთავო "ქვეყნები" და ერისთავობის ინსტიტუტი XI-XV საუკუნეების საქართველოში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში", დაიცვა 2005 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

