| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ბახტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1992 წელს; ასპირანტურა 1995 წელს. 1997-2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2022-2025წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2010-2014წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრი (2017); რუმინეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრი (2018); სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: საქართველოს ისტორიის ზოგადი კურსი; VIII-XV სს. საქართველოს ისტორია; ფეოდალური საგვარეულოების ისტორია; ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო წყობილება; პოლონეთის ისტორია. მისი კვლევის სფეროებია: საქართველოს შუა საუკუნეების სახელმწიფო წყობილება, ფეოდალური საგვარეულოების ისტორია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია, საქართველო-პოლონეთის ურთიერთობა 1918-1939 წწ.; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2005). საკანდიდატო დისერტაციის თემა -"საერისთავო "ქვეყნები" და ერისთავობის ინსტიტუტი XI-XV საუკუნეების საქართველოში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში", დაიცვა 2005 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

