The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ბერულავა

ბორის ბერულავა
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 2020  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია, ახლანდელი ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; ასპირანტურა 1952 წელს.

1955-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. მიენიჭა პროფესორის წოდება (1989). 1987-2006წწ. იყო ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ელექტრონულ პარამაგნიტურ რეზონანსს (ეპრ). მის მიერ აღმოჩენილია (თანაავტორებთან ერთად) დისკრეტული გაჯერების მოვლენა ეპრ შთანთქმის ხაზში და შემუშავებულ იქნა რადიოსიხშირული დისკრეტული გაჯერების მეთოდი, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა, როგორც პარამაგნიტური კროსტალების კვლევის ახალი მეთოდიკა. პროფესორ თ. სანაძესთან ერთად მიენიჭა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პრემია (1968), პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (თ. სანაძესთან და გ. ხუციშვილთან ერთად, 1970). არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1989), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987). დაიცვა საკანდიდატო (1966) და სადოქტორო დისერტაცია (1987). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია (ჯგუფთან ერთად)
  • ივანე ჯავახიშვილის მედალი
    დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის

გააზიარე: