| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ბერულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია, ახლანდელი ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; ასპირანტურა 1952 წელს. 1955-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. მიენიჭა პროფესორის წოდება (1989). 1987-2006წწ. იყო ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ელექტრონულ პარამაგნიტურ რეზონანსს (ეპრ). მის მიერ აღმოჩენილია (თანაავტორებთან ერთად) დისკრეტული გაჯერების მოვლენა ეპრ შთანთქმის ხაზში და შემუშავებულ იქნა რადიოსიხშირული დისკრეტული გაჯერების მეთოდი, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა, როგორც პარამაგნიტური კროსტალების კვლევის ახალი მეთოდიკა. პროფესორ თ. სანაძესთან ერთად მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პრემია (1968), პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (თ. სანაძესთან და გ. ხუციშვილთან ერთად, 1970). არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1989), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987). დაიცვა საკანდიდატო (1966) და სადოქტორო დისერტაცია (1987). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

