The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი დემეტრაძე

გიორგი დემეტრაძე
Date of birth:6 December, 1924
Date of death:10 May, 1990  (at 65 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

1948-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მორმალური ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1952-1961წწ. ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიისა და პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1961-1967წწ. ამავე ინსტიტუტის პირველი თერაპიული კათედრის ასისტენტი; 1967-1990წწ. ამავე ინსტიტუტის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის დოცენტი; 1971-1984წწ. პარალელურად იყო ამიერკავკასიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ოლქის ჰოსპიტლის კონსულტანტი ექიმი-კარდიოლოგი; 1977-1987წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეოთხე მთავარი სამმართველოს მე-2 პოლიკლინიკის კონსულტანტი ექიმი-კარდიოლოგი; პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და მიჰყავდა პათოფიზიოლოგიის ლექციების კურსი, შემდეგ კი ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს თერაპიის, კლინიკური კარდიოლოგიის, კლინიკური რევმატოლოგიისა და კლინიკური ელექტროკარდიოლოგიის ციკლზე; თავისი 14 მეცნიერული ნაშრომი მიძღვნილი აქვს კარდიოლოგიის საკითხებს. დაჯილდოებული იყო სახელობითი მედლით (1970), მრავალი სიგელითა და მადლობით. ექიმი-თერაპევტი, ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1956).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.839-842

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრა, სამეცნიერო ნაწილის გამგე კარდიოლოგიის ხაზით
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორთა სამეცნიერო საბჭო, სწავლული მდივანი
  • თერაპევტთა და კარდიოლოგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • კარდიოლოგიაში ექიმთა დიპლომისშემდგომი სწავლების უნიფიცირებული პროგრამების შემდგენ ექსპერტთა კომისია (მოსკოვი), წევრი (1980-)

Awards and Honors

  • 1982 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1972 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

Share: