| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე შავერზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით 1975 წელს; პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა 1978 წელს; თბილისის კონსერვატორია სოლო სიმღერის სპეციალობით 1985 წელს. 1976 წელს გახდა მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიის კონკურსის დიპლომანტი (ფორტეპიანო); 1986-1998წწ. მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, იყო სოლისტი და წამყვანი საოპერო პარტიების შემსრულებელი: ვიოლეტა (ვერდი, "ტრავიატა"), ჯილდა (ვერდი, "რიგოლეტო"), ოსკარი (ვერდი, "ბალ-მასკარადი"), ქეთო (ვ. დოლიძე, "ქეთო და კოტე"), მარეხი (ზ. ფალიაშვილი, "აბესალომ და ეთერი") და სხვა. 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილის და მუსიკოლოგ აზა ქავთარაძის შვილი. წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.385
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

