The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე შავერზაშვილი

მარინე შავერზაშვილი
Date of birth:1952
Date of death:2022  (at 70 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Singer, Musician, Educator

Biography

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით 1975 წელს; პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა 1978 წელს; თბილისის კონსერვატორია სოლო სიმღერის სპეციალობით 1985 წელს.

1976 წელს გახდა მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიის კონკურსის დიპლომანტი (ფორტეპიანო); 1986-1998წწ. მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, იყო სოლისტი და წამყვანი საოპერო პარტიების შემსრულებელი: ვიოლეტა (ვერდი, "ტრავიატა"), ჯილდა (ვერდი, "რიგოლეტო"), ოსკარი (ვერდი, "ბალ-მასკარადი"), ქეთო (ვ. დოლიძე, "ქეთო და კოტე"), მარეხი (ზ. ფალიაშვილი, "აბესალომ და ეთერი") და სხვა. 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილის და მუსიკოლოგ აზა ქავთარაძის შვილი.

წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.385


Share: