| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ია ბოკუჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მათემატიკის აკადემია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1985 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის ასპირანტურა, პროფ. ა. შირაევისა და ე. ხმალაძის ხელმძღვანელობით 1989 წელს. 1990-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტოქასტური ანალიზისა და სტატისტიკური გადაწყვეტილებების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ამერიკული ოფციონის ოპტიმალური გაჩერების ამოცანა უწყვეტი პროცესის შემთხვევაში". 2006-2009წწ. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ძირითადი მონაწილე. თბილისში დააფუძნა ფაინარტ გალერია (2010), ქართული ხელოვნების გალერეა. 2015 წლიდან გალერეა "იარტის" ხელმძღვანელი. გალერეას განხორციელებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და გამოსცა შესაბამისი კატალოგები. გალერეა ჩართულია საერთაშორისო პროექტებში. უცხოელ პარტნიორთან ერთად დააფუძნა ქართული მხატვრობის პირველი პერიოდული - BI აუქციონი (2016). დოქტორი (2006). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

