The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბოკუჩავა

ირაკლი ბოკუჩავა
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1964 წელს; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის კონტროლის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს.

1964-1966წწ. იყო თბილისის ფიზიკა-კიბერნეტიკის პრობლემური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1973-1983წწ. ეკონომიკისა და სამართლის ინსტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სექტორის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების ს/კ ლაბორა­ტორიის მეცნიერი თანამშრომელი. არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თავის კოლეგებთან ერთად დაწერა საქართველოში მათემატიკის ტესტების პირველი კრებული. 1996-2001წწ. იყო "განახლების ქართულ-ამერიკული დასის" პრეზიდენტი. მათემატიკის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა კიევის მათემატიკის ინსტიტუტში (1974).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: