| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ბოკუჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1964 წელს; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის კონტროლის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს. 1964-1966წწ. იყო თბილისის ფიზიკა-კიბერნეტიკის პრობლემური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1973-1983წწ. ეკონომიკისა და სამართლის ინსტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის სექტორის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების ს/კ ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი. არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. თავის კოლეგებთან ერთად დაწერა საქართველოში მათემატიკის ტესტების პირველი კრებული. 1996-2001წწ. იყო "განახლების ქართულ-ამერიკული დასის" პრეზიდენტი. მათემატიკის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა კიევის მათემატიკის ინსტიტუტში (1974). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

