The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ყაზბეგი

ალექსანდრე ყაზბეგი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:8 ნოემბერი, 1914
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა გიორგი ყაზბეგისა და ელისაბედ მაღალაშვილის ოჯახში. რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, I914 წლის 8 ნოემბერს პოლონეთის ქ. ლოძთან გამართული ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობებით დაიღუპა, მისი სიმბოლური საფლავი დაბა სტეფანწმინდაში მდებარეობს. "თანამედროვე ომმა ჩვენის ქვეყნის ბევრი შვილი შეიწირა, ხშირია ოჯახი საიდანაც სამი-ოთხი ძმა და მამა-შვილნი დაღუპულან ბრძოლის ველზე. ერთი ასეთი ოჯახია ჩვენი ცნობილი გიორგი ყაზბეგისა, რომლის სამი შვილი ახლანდელ ომში დაიღუპა... 1) ნიკოლოზ - როტმისტრი, გიორგის პირველი შვილი, თათართა პოლკის უფროსის ადიუტანტი, კარპატებში მოკლული 1915 წლის 16 იანვარში გადმოასვენეს ყაზბეგში. 2) ალექსანდრე - გიორგის მეორე შვილი, პოდპოლკოვნიკი, უკვალოდ დაიკარგა ლოძთან ბრძოლის დროს, არ იციან ცოცხალი თუ მკვდარი. 3) კონსტანტინე - გიორგის მესამე შვილი, კაპიტანი, მსახურებდა სარკინისგზო ბატალიონში. ავტომობილის გადაბრუნების დროს დაიღუპა 1915 წლის 14 თიბათვეს პეტროგრადთან, მოქანდაკე იყო. გამოაქანდაკა რუს-იაპონიის ომში დაღუპულ გემის უფროსი რუდნევი" ("თეატრი და ცხოვრება", 1915 წელი, №32; 9 აგვისტო). გაბრიელ ყაზბეგის შთამომავალი, ნიკოლოზ ყაზბეგის შვილიშვილი, გიორგი ყაზბეგის შვილი, ნიკოლოზ, კონსტანტინე (რალია) და ელენე (ელიუ) ყაზბეგების ძმა.

წყარო: ძმანი ყაზბეგნი : ომში და უბედურად დაღუპულნი, გიორგი ყაზბეგის შვილნი: ნიკოლოზი, ალექსანდრე, კონსტანტინე [პორტრეტები] // თეატრი და ცხოვრება. - 1915. - N32.-8; ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო-სტატისტიკური და სტრატეგიული ნარკვევები / გიორგი ყაზბეგი ; შეადგინა, ავტორის ბიოგრაფია, კომენტარები და შენიშვნები დაურთო რამაზ სურმანიძემ .- ბათუმი,2019.-გვ.170


გააზიარე: