| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ყაზბეგი![]()
Biographyალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა გიორგი ყაზბეგისა და ელისაბედ მაღალაშვილის ოჯახში. რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, I914 წლის 8 ნოემბერს პოლონეთის ქ. ლოძთან გამართული ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობებით დაიღუპა, მისი სიმბოლური საფლავი დაბა სტეფანწმინდაში მდებარეობს. "თანამედროვე ომმა ჩვენის ქვეყნის ბევრი შვილი შეიწირა, ხშირია ოჯახი საიდანაც სამი-ოთხი ძმა და მამა-შვილნი დაღუპულან ბრძოლის ველზე. ერთი ასეთი ოჯახია ჩვენი ცნობილი გიორგი ყაზბეგისა, რომლის სამი შვილი ახლანდელ ომში დაიღუპა... 1) ნიკოლოზ - როტმისტრი, გიორგის პირველი შვილი, თათართა პოლკის უფროსის ადიუტანტი, კარპატებში მოკლული 1915 წლის 16 იანვარში გადმოასვენეს ყაზბეგში. 2) ალექსანდრე - გიორგის მეორე შვილი, პოდპოლკოვნიკი, უკვალოდ დაიკარგა ლოძთან ბრძოლის დროს, არ იციან ცოცხალი თუ მკვდარი. 3) კონსტანტინე - გიორგის მესამე შვილი, კაპიტანი, მსახურებდა სარკინისგზო ბატალიონში. ავტომობილის გადაბრუნების დროს დაიღუპა 1915 წლის 14 თიბათვეს პეტროგრადთან, მოქანდაკე იყო. გამოაქანდაკა რუს-იაპონიის ომში დაღუპულ გემის უფროსი რუდნევი" ("თეატრი და ცხოვრება", 1915 წელი, №32; 9 აგვისტო). გაბრიელ ყაზბეგის შთამომავალი, ნიკოლოზ ყაზბეგის შვილიშვილი, გიორგი ყაზბეგის შვილი, ნიკოლოზ, კონსტანტინე (რალია) და ელენე (ელიუ) ყაზბეგების ძმა. წყარო: ძმანი ყაზბეგნი : ომში და უბედურად დაღუპულნი, გიორგი ყაზბეგის შვილნი: ნიკოლოზი, ალექსანდრე, კონსტანტინე [პორტრეტები] // თეატრი და ცხოვრება. - 1915. - N32.-8; ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო-სტატისტიკური და სტრატეგიული ნარკვევები / გიორგი ყაზბეგი ; შეადგინა, ავტორის ბიოგრაფია, კომენტარები და შენიშვნები დაურთო რამაზ სურმანიძემ .- ბათუმი,2019.-გვ.170
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

