| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჩაჩავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სტუდენტობიდანვე დაინტერესდა იმ დროს საკმაოდ გავრცელებული დაავადებით - ექინოკოკით და ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე სამედიცინო საზოგადოებამ მიიღო შესანიშნავი მონოგრაფია - "ფილტვის ექინოკოკი". შემდეგ იგი მუშაობდა მოსკოვში, ბავშვთა გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში, რომელსაც იმ დროს აკადემიკოსი ვ. ბურაკოვსკი ხელმძღვანელობდა. ინსტიტუტში მუშაობისას აქვეყნებდა ნაშრომებს ბავშვთა გულსისხლძარღვთა პათოლოგიის მკურნალობის აქტიურ საკითხებზე, თარგმნიდა ინგლისურიდან რუსულ ენაზე სქელტანიან მონოგრაფიებს გულ-მკერდის ქირურგიაში. მეუღლესთან, ლიანა ისაკაძესთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ, წლების განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში და საფრანგეთში. წერდა შესანიშნავ ლექსებს, თარგმნა ინგლისელი პოეტი ჯონ ქითსი, წერდა სხვადასხვა მიმდინარეობის ფილოსოფოსებზე, ასევე წერდა ესეებს, წერილებს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. მას საკუთარი ფილოსოფიური სამყარო ჰქონდა. იყო მაღალი დონის ინტელექტუალი. ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მევიოლინე ლიანა ისაკაძის მეუღლე, ექიმისა და მეცნიერის მიხეილ ჩაჩავას შვილი. წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.397; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

