| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ჩაჩავა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სტუდენტობიდანვე დაინტერესდა იმ დროს საკმაოდ გავრცელებული დაავადებით - ექინოკოკით და ინსტიტუტის დამთავრებიდან მალე სამედიცინო საზოგადოებამ მიიღო შესანიშნავი მონოგრაფია - "ფილტვის ექინოკოკი". შემდეგ იგი მუშაობდა მოსკოვში, ბავშვთა გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში, რომელსაც იმ დროს აკადემიკოსი ვ. ბურაკოვსკი ხელმძღვანელობდა. ინსტიტუტში მუშაობისას აქვეყნებდა ნაშრომებს ბავშვთა გულსისხლძარღვთა პათოლოგიის მკურნალობის აქტიურ საკითხებზე, თარგმნიდა ინგლისურიდან რუსულ ენაზე სქელტანიან მონოგრაფიებს გულ-მკერდის ქირურგიაში. მეუღლესთან, ლიანა ისაკაძესთან ერთად გაემგზავრა საზღვარგარეთ, წლების განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში და საფრანგეთში. წერდა შესანიშნავ ლექსებს, თარგმნა ინგლისელი პოეტი ჯონ ქითსი, წერდა სხვადასხვა მიმდინარეობის ფილოსოფოსებზე, ასევე წერდა ესეებს, წერილებს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. მას საკუთარი ფილოსოფიური სამყარო ჰქონდა. იყო მაღალი დონის ინტელექტუალი. ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მევიოლინე ლიანა ისაკაძის მეუღლე, ექიმისა და მეცნიერის მიხეილ ჩაჩავას შვილი. წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.397; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

