| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ყარამან ფაღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნახუნაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა პეტერბურგის (რუსეთი) სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს. იმსახურა სამხედრო ექიმად. სპეციალობით პედიატრი იყო. მუშაობდა ექიმად სხვადასხვა ადგილას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სამეანო კლინიკის ორდინატორი 20-იან წლებში. დიდხანს მუშაობდა ჭიათურაში ქალაქის პედიატრად. როგორც საუკეთესო ჯამრთელობის დაცვის ორგანიზატორმა თავი გამოიჩინა, იმით რომ, ქ. ჭიათურაში ჩამოაყალიბა მანამდე არარსებული პედიატრიული სამსახური და ამით საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა კონსულტაცია-პოლიკლინიკასა და სტაციონარს. ექიმი-პედიატრი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.901-902
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

