The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა სუჯაშვილი

კობა სუჯაშვილი
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1941  (82 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ა. პუშკინის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1965 წელს.

1964 წელს იყო რუსთავის I საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1965-1969წწ. თბილისის 70-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; 1969-1971წწ. თბილისის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორი; 1971-1973წწ. 67-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1973-1977წწ. ისნის რაიონის განათლების განყოფილების გამგე; 1976-1978წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1977-1979წწ. სახალხო განათლების ინსპექციის უფროსი; 1979-1983წწ. განათლების სამინისტროს სკოლების სამმართველოს უფროსი; 1983-1985წწ. კპ ცკ-ს მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებათა განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1989წწ. თბილისის სახალხო განათლების სამმართველოს უფროსი; 1989-1990წწ. განათლების მინისტრის მოადგილე; 1991-1995წწ. სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის დირექტორის I მოადგილე; 1995 წლიდან განათლების სამინისტროს საშუალო განათლების სამმართველოს უფროსი. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი სახალხო განათლების სისტემის მართვის საკითხებზე. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1982).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 304; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 318

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)

გააზიარე: