ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
დათო ბარბაქაძე
ოფიციალური სახელი: | დავით ბარბაქაძე |
დაბადების თარიღი: | 7 თებერვალი, 1966 (59 წლის) |
კატეგორია: | მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა N38 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ამწყობი ზეინკლის სპეციალობით; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს.
1990 წლიდან თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ფილოსოფიის შესავლის, ფილოსოფიის ისტორიის, რელიგიის ფილოსოფიის, ესთეტიკის, ლოგიკის აკადემიურ კურსებს. 1992-1994 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში (თსუ-ის სოციოლოგიის კათედრაზე), რომელიც ნებაყოფლობით მიატოვა. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეო-ჟურნალი,"დათო ბარბაქაძის ჟურნალის" სახელწოდებით, რომელიც პერიოდულად პრეზენტირდებოდა თსუ-ში 1994 წლამდე (პრეზენტირდა ექვსი კომპლექსური და ამდენივე პერსონალური ნომერი). 1994 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი "პოლილოგი" (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი "±ლიტერატურა" (გამოიცა ოთხი ნომერი). 2001-2004 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 2005-2008 წლებში იყო სსიპ "ირმის ნახტომის" არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი. 2014 წლიდან არის თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკადემიურ კურსებს: "პოეზია და ფილოსოფია", "ხელოვნების ფილოსოფია და ხელოვნების სოციოლოგია გერმანიაში", "ევროპული რომანტიზმი", "ევროპული ლიტერატურული ავანგარდი" და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნის გერმანულენოვან პოეზიას. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანებისა და ავსტრიის პენ-კლუბის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო საზოგადოებისა და რედკოლეგიის წევრი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით "შედეგები". ესეისტი.
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.48-49
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2023 - მარბურგის ლიტერატურული პრემია
ბიბლიოგრაფია
- Fragmentarium VIII (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 62გვ.. - ISBN: 978-9941-0-7444-8
- ერთდროულობა = Gleichzeitigkeit : ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 44გვ.. - ISBN: 9789941073694
- ესკიზები XX საუკუნის გერმანულენოვან პოეზიაზე = Skizzen uber die deutschsprachige Poesie des XX. Jahrhunderts : ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი, რიხარდ ფონ შაუკალი, ანტონ ვილდგანსი, ალბერტ ერენშტაინი, ფელიქს ბრაუნი, ფრანც ვერფელი, ქრისტინე ბუსტა, ერნსტ მაისტერი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2015. - 165გვ.. - ISBN: 9789941075278
- შედეგები (ავტორი) // ტ. 6 : არსებითი თარგმანები : პოეზია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 630გვ.. - ISBN: 978-9941-0-7027-3
- შედეგები (ავტორი) // ტ. 2 : მცირე პროზა. - თბილისი, მერწყული, 2014. - 350გვ.. - ISBN: 978-9941-0-7003-7
- შედეგები (ავტორი) // ტ. 3 : თეორიული პროზა 1990-2010. - თბილისი, მერწყული, 2014. - 478გვ.. - ISBN: 978-9941-0-7004-4
- შედეგები (ავტორი) // ტ. 5 : მიმოწერის ლიტერატურა. - თბილისი, მერწყული, 2014. - 194გვ.. - ISBN: 978-9941-0-7001-3
- შედეგები (ავტორი) // ტ. 8 : გარემოებათა კარნახით თარგმნილი : პოეზია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 548გვ.. - ISBN: 978-9941-0-7114-0
- შედეგები (ავტორი) // ტ. 9 : გარემოებათა კარნახით თარგმნილი : დრამატურგია. პროზა. თეორია. - თბილისი, მერწყული, 2014. - 378გვ.. - ISBN: 978-9941-0-7115-7
- შედეგები (ავტორი) // ტ. 1 : პოეზია 1984-2013. - თბილისი, მერწყული, 2014. - 572გვ.. - ISBN: 978-9941-0-7002-0
- Fragmentarium I-VII (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2013. - 395გვ.. - ISBN: 978-9941-0-5306-1
- Fragmentarium V, VI, VII : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2013. - 88გვ.. - ISBN: 978-9941-0-5264-4
- ლექსები, 1984-2004 : კრებული (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2008. - 600გვ.. - ISBN: 978-9941-0-0347-9
- ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 3. - თბილისი, 2001. - 215გვ.. - ISBN: 99928-0-091-7
- არსებითი სვლები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2001. - 24გვ.. - ISBN: 99928-0-125-5
- სიყვარულის ახსნა თუ ბუჩქნარიდან ხელაჩქარებით თვალთვალის მ(?)ტ(?)ფიზიკა : რეცენზია მაია გოგოლაძის რომანზე დაწერილ ბ-ნი ბადრი შარვაძის "რეცენზიაზე" (ავტორი). - თბილისი, 2000. - 25გვ.
- აქილევსის მეორე ქუსლი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2000. - 259გვ.. - ISBN: 99928-0-042-9
- კითხვები და სოციალური გარემო : წერილები, რეცენზიები, საუბრები (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 2000. - 156გვ.
- შეჯამების უარყოფა : 13 ლექსი, 3 ესსე და კიდევ ერთი ლექსი (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1999. - 112გვ.. - ISBN: 99928-0-013-5
- ულრიხ ცვინგლი : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, საქ.მეგობართა კავშირი, 1997. - 72გვ.
- მხურავი : ლექსები 1994-1995 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1995. - 52გვ.. - ISBN: 99928-0-240-5
- საკითხის დასმა : ლექსები 1993-994 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1994. - 60გვ.
- გამგზავრებამდე ერთი წუთით ან ერთი ცხოვრებით ადრე (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1994. - 56გვ.. - ISBN: 99928-0-239-1
- შემხვედრი წინააღმდეგობები : ოთხი ესსე და ერთი ინტერვიუ (ავტორი). - თბილისი, 1994. - 56გვ.
- მუტაცია : რომანი (ავტორი). - თბილისი, 1993. - 64გვ.
- ლოგიკის მონატრება : ლექსები 1991-1993 (ავტორი). - თბილისი, მერწყული, 1993. - 80გვ.. - ISBN: 99928-0-264-2
- ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 2. - თბილისი, 1993. - 120გვ.
- ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები (ავტორი) // კრ. 1. - თბილისი, 1992. - 118გვ.
- პოეზია და პოლიტიკა : ორი წერილი და ერთი ინტერვიუ (ავტორი). - თბილისი, 1992. - 46გვ.
- მივუსამძიმროთ შემოდგომას : ლექსები 1984-1990 (ავტორი). - თბილისი, ალტერნატ.ხელოვნების ცენტრი, 1991. - 136გვ.
- ჰორიზონტს მიღმა : პოემები, ლექსები, ნოველები (თანაავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 91გვ.
|