Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით 1975 წელს. 1975-1976 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ინჟინერ-პროგრამისტად; 1976-1979 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტისა და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტი, 1980-1981 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი, 1981-1987 წწ. უფროსი, 1988-1991 წწ. წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1991-1994 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1994-1995 წწ. ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილე; 1996-2001 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2001-2008წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია (1984) ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო ნაშრომისათვის. სადისერტაციო თემა - "რესპუბლიკაში რეგიონული ბუნებათსარგებლობის ეკონომიკური პროცესების მრავალმიზნიანი ოპტიმიზაცია (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1990 წლის 25 დეკემბერს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.234 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |