The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ჭინჭარაული

ალექსი ჭინჭარაული
Other name:ლეკოთ წიქა  (Pseudonym)
Date of birth:25 December, 1925
Date of death:12 February, 2012  (at 86 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Linguist, Scientist, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი შატილი, დუშეთის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება 1955 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა 1958 წელს.

1958 წელს მუშაობა დაიწყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და შემდეგ ამ ლექსიკონის ერთტომეულის შედგენის სამუშაოებში. აქვს ენათმეცნიერული შრომები "ვეფხისტყაოსნის" ტექსტისა და ენის, ვაჟა–ფშაველას თხზულებათა ტექსტისა და ენის, ქართული ენის დიალექტებისა და სხვთა შესახებ. გამოქვეყნებული აქვს გამოკვლევები "ვეფხისტყაოსნის" ავტორის სადაურობის საკითხისათვის. ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობისას შეადგინა "ხევსურული ლექსიკონი" (დაახლოებით 25 000 სიტყვა-სტატია) და "ფშაური ლექსიკონი" (დაახლ. 15 000 სიტყვა-სტატია). ქართული პოეტური ფოლკლორის შენაძენად იქცა ალექსი ჭინჭარაულის მიერ გამოთქმული კაფიები და სახალისო ლექსები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა- "მხატვრული ტექსტის ენობრივი ანალიზის საკითხები ("ვეფხისტყაოსნისა" და ვაჟა-ფშაველას თხზულებათა მიხედვით)", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.72; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.245; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.386

Member of Organizations

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2007 - პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერება
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული ენათმეცნიერების განვითარებაში, ქართული ხალხური სიტყვიერების კვლევასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: