შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ბედოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი სოფ. ანანური. დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1962-65 წლებში იყო აღნიშნული განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1965-72 წლებში ასრულებდა ინსტიტუტის სწავლული მდივნის მოვალეობას, საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მიზნით; ხოლო 1975 წელს იგი არჩეულ იქნა ინსტიტუტის სწავლულ მდივნად და 1982 წლამდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე. 1982 წლიდან არის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1993-2006 წლებში - ონომასტიკური კვლევის პრობლემური ლაბორატორიის გამგე, 2006-2009 წლებში - ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მისი სამეცნიერო ინტერესის საგანი იყო ქართული ისტორიული ტოპონიმიკა, გეოგრაფიულ სახელთა სისტემა. საკანდიდატო დისერტაცის თემა– "ერწო-თიანეთის ტოპონიმიკის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1975 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 2002 წელს, თემა – "ქართული ტოპონიმიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევის ძირითადი საკითხები". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |