Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოდო ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1975წწ. - ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ფონდების გამგე, განყოფილების გამგე; 1976-1978წწ. - საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალ "განთიადის“ პასუხისმგებელი მდივანი; 1979-1983წწ. - გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", ლიტერატურული მუშაკი; 1985-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1989წწ. - ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2001წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1999წწ. - არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის დოცენტი, ისტორიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; 2001-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა– "დროებით ვალდებულ გლეხთა ინსტიტუტი საქართველოში", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო იდეოლოგია და პოლიტიკა 1918-21 წლებში და ქართული საზოგადოებრივი აზრი", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.439; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |