ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გიული ალასანია
| დაბადების თარიღი: | 11 ნოემბერი, 1946 (66 წლის) |
| კატეგორია: | ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით).
1960-1980წწ. მუშაობდა ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1980 -1989წწ. ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1989–2006წწ. ინსიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგედ, 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორად, 1996წ. სტაჟირება აქვს გავლილი მისისიპის უნივერსიტეტში, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული მეცნიერთა გაცვლით პროგრამაში - სტაჟირება მერილენდის უნივერსიტეტში, 2000 წელს. ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების შემსწავლელი კომისიის წევრი. 1990 წლიდან არის თსუ-ის ისტორიის მიმართულების პროფესორი.
არის 100–ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, თეზისის ავტორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საერთაშორისო ასოციაცია "ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ", პრეზიდენტი (2005-)
- საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭო, თავმჯდომარე (2006-)
- ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია (WAAS, აშშ), ნამდვილ წევრი (2009-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2010 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (ჯგუფთან ერთად)
- 1980 - საქართველოს კომკავშირის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ქართველები და ისლამამდელი თურქები (ავტორი). - თბილისი, 2008. - 215გვ.. - ISBN: 978-9941-406-41-6
- საისტორიო კრებული (ავტორი). - თბილისი, 2007. - 556გვ.. - ISBN: 978-99940-67-42-8
- ქრისტიანობის ოცი საუკუნე საქართველოში = Twenty Centuries of Christianity in Georgia = Двадцать веков христианства в Грузии. (ავტორი). - თბილისი, დიასპორა–კრედო, 2006. - 79გვ.
- თამარ მეფის დროინდელი მატიანე ("ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი") (რედაქტორი). - თბილისი, 2001. - 228გვ.
- საქართველოს ეკლესიის ისტორიის პირველი სრული გამოკვლევა (ავტორი). - თბილისი, საქ. საპატრიარქოს მანგლის-წალკის ეპარქია, 2000. - 48გვ.
- აფხაზეთის ისტორიული პრობლემები (შემდგენელი). - თბილისი, 1998. - 200გვ.
- ქართველები რონალდ სიუნის თვალსაზრისით (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 1997. - 34გვ.
- Парижская хроника (მთარგმნელი). - Тбилиси, Мецниереба, 1991. - 127с.
- წყაროთმცოდნეობის თეორიული პრობლემები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1988. - 133გვ.
- Классификация грузинских письменных исторических источников (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1986. - 242с.
- ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა) : ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები; წ. 2 (შემდგენელი). - თბილისი, 1980. - 172გვ.
- ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ (მთარგმნელი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 310გვ.
|