The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ჩიტიშვილი

მანანა ჩიტიშვილი
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კორინთა, ლენინგორის რაიონი (ახლანდელი ახალგორი) .

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი.

1974-1981 წელს მუშაობდა ლენინგორის რაიონულ გაზეთში ჯერ პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი რედაქტორის მოადგილედ, 1982-1985წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი. ლექსების წერა დაიწყო ადრეულ ასაკში. მისი ლექსები ნათარგმნია რუსულ, თურქულ, იტალიურ, ესპანურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილსთვის დაჯილდოებულია 2014 - "ქსანის ხეობელთა სამადლობელი სიგელით" (2014). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

სადისერტაციო თემა - " ნიკოლო მიწიშვილი. ცხოვრება და შემოქმედება (მონოგრაფია)", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.119

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი
  • საქართველოს საერთო ეროვნული კავშირი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - ლიტერატურული პრემია "მუზა"
    წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის
  • 2010 - პრემია "საგურამო"
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საკავშირო ახალგაზრდული პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: