შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გიგაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბლო, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1953 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1951 წელს; პირველი წიგნი "მთების სიმღერა" - 1957 წელს. გამოქვეყნებულ კრებულთაგან აღსანიშნავია: "ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები" (1961), "ბალადა შვიდი ხევსურისა" (1965), "სიცოცხლე გრძელდება" (1969), "აღსარება" (1974), "იმედის ბილიკი" (1976), "გზაგასაყართან" (1980), "ხევსურთ რა ამბავია?" (1985) და სხვა. მის ლექსებში გაცოცხლებულია სახელოვან წინაპართა სახეები, საინტერესოდაა დახატული მთიელი ადამიანების ცხოვრება. პოეტს განსაკუთრებით ახარებს ნასოფლარების აღდგენა-აღორძინება და ჩამქრალ კერებში სიცოცხლის დაბრუნება. მუშაობდა ჟურნალისტად: ჩვიდმეტი წელი რადიო-ტელევიზიაში იმუშავა, შემდეგ კი, ოცი წელი - ჟურნალ "პოლიტიკაში". გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების 24 კრებული. არჩეულ იყო ჩარგლის საპატიო მოქალაქედ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.614; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.65 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |