The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭაბუა ამირეჯიბი (ბერი)

ჭაბუა ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:მზეჭაბუკ ამირეჯიბი
სხვა სახელი:დავითი  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 2013  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამი კურსი.

1944-1959წწ. პოლიტპატიმარი: პატიმრობის 16 წლის მანძილზე იყო ტყის მჭრელი, ჩრდილოეთ ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-1947); 1947-1950წწ. ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი; განთავისუფლების შემდეგ საქართველო - აშშ ერთობლივი საწარმოს "ამსაქფილმის" დამაარსებელი და დირექტორი, ალმანახ "კინო"-ს დამაარსებელი და დირექტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი (1969-1972); 1972-1976წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს მეორე გაერთიანების დირექტორი; 1983-1989წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი; ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია "ივერია"-ს და გაზეთ "ახალი ივერია"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე (1999); გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია (1976 -1998), მოთხრობების სამი კრებული (1965-1968), საბავშვო იგავ-არაკების კრებული (1967), რომანები. 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მინიჭებული აქვს სახალხო მწერლის წოდება. დაჯილდოვებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე. 2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ.14; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 65; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.82; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.44

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის "თეთრი გიორგი", დამფუძნებელი
  • ინტელელექტუალთა საზოგადოება, დამფუძნებელი (1998-)
  • საქართველოს თავდაცვის ფონდი, თავმჯდომარე (1992-1995)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1965-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანხმობა", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (2013-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1965-)
  • საქართველოს სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 2005 - პრემია "საგურამო"
  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1994 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1979 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ვახტანგ გორგასლის ორდენი
  • დავით გურამიშვილის სახელობის პრემია
  • წმინდა გიორგის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: