შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახუშტი კოტეტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1965–1977წწ. იყო თსუ–ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ–ხელმძღვანელი 1994 წლიდან; პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები –1958 წელს; 1962-1964წწ. თსუ-ს ირანული ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 1964-1966წწ. უფროსი მასწავლებელი; თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი; 1994 წლიდან ფოლკლორის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 1995 წლიდან ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში; სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის "რობაიათი", ჯამის "ლირიკა", ჰაფეზის "ლირიკა" და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა; ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80–იან წლებში ტარდებოდა. რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისთვის მირებული აქვს ქართულ-ევროპული ინსტიტუტისა (1990, პარიზი) და ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს (1995, ვენა) პრემია. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის შესწავლისა და მისი პოპულარიზების საქმეში. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი სპარსულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და საგანგებო სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აფეზის ლირიკის გაგებისათვის", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა", დაიცვა 1975 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.48; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 194; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.188-189 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |