ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ანდრია აფაქიძე
| დაბადების თარიღი: | 3 სექტემბერი, 1914 |
| გარდაცვ. თარიღი: | 2005 (90 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | ქ. მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტრის ეზო |
| კატეგორია: | ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფ. ზანაში (სენაკის მაზრა)
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1937 წელს.
ე. თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების, საქართველოს არქეოლოგიური კომისიის, საქართველოს არქეოლოგიური ფონდის გამგეობის თავჯდომარე, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
იყო "ენიმკი"-ს მეცნიერ-თანამშრომელი (1937-41წწ.), სამამულო ომის მონაწილე (1941-42წწ.), საქართველოს სახ. მუზეუმის დირექტორი (1942-53წწ.), ისტორიის ინ-ტის არქეოლოგიის სექტორის გამგე (1953-74წწ.), ისტორიის ინ-ტის ანტიკური არქეოლოგიის განყოფილების გამგე (1974-80წწ.), მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოსი-მდივანი (1980-83წწ.).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (1983-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1999 - ABI-ის ოქროს მედალი
- 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1994 - ღირსების ორდენი
- 1986 - შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1964 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია
- 1946 - საპატიო ნიშნის ორდენი
- 1945 - სამამულო ომის მედალი
ბიბლიოგრაფია
- მცხეთის წარჩინებულთა განსასვენებელი ახ. წ. III საუკუნის აკლდამა ტ. 11 (თანაავტორი). - ქ. თბილისი, 1996. - 160გვ.. - ISBN: 5-520-01540-6
- ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები (რედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 288გვ.
- რუსულ-ქართული არქეოლოგიური ლექსიკონი= Русско-грузинский археологический словарь (შემდგენელი). - თბილისი, თსუ–ს გამომცემლობა, 1980. - 888გვ.
- დიდი პიტიუნტი. არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში. ტ. 2 (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 420გვ.
- საქართველოს საბჭოთა არქეოლოგიის უმნიშვნელოვანესი წარმატებები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1973. - 32გვ.
- არქეოლოგიური კვლევა - ძიება საქართველოში 1969 წელს (თანარედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1971. - 236გვ.
- კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები (თანარედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1966. - 528გვ.
- ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში (ავტორი). - თბილისი, სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1963. - 263გვ.
- ბაგინეთი - არმაზციხე (შემდგენელი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1961. - 10გვ.
- საქართველოს არქეოლოგია (თანაავტორი). - თბილისი, თსუ–ს გამომცემლობა, 1959. - 396გვ.
- მცხეთა-ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერებათა აკადემია, 1959. - 126გვ.
- საქართველოს უძველესი კულტურა ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენათა შუქზე : თბილისში წაკითხული ლექციების სტენოგრამა (ავტორი). - თბილისი, სტალინის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბის სტ., 1956. - 56გვ.
- მცხეთა - არქეოლოგიური კვლევა - ძიების შედეგები (თანაავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1955. - 253გვ.
- არქეოლოგიური მასალები მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ექსპოზიციაში (ავტორი). - თბილისი, პოლიგრაფკომბინატი "კომუნისტი", 1955. - 76გვ.
|