შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გოგუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს, ასპირანტურა 1967 წელს. 1967-1985წწ. ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე; 1985-1992წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ–აღმზრდელობით დარგში; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს მდივანი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5 ისნის საარჩევნო ოლქიდან. იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, სახელდობრ, ესთეტიურ პრობლემატიკას; ავტორია წიგნებისა: "ერი გულადი, პურადი" (1977), "ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი" (1980), "მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია" (1993); ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.72; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 131 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |