The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი 1988 წელს.

სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: "უცნობი საქართველო", "იონას საქართველო", "თბილისის კართან". პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით "მოგზაურობა ყარაბაღში" და "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები". ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები. გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანები "მოგზაურობა ყარაბაღში", "სანტა-ესპერანსა", "მადათოვი", "ობოლე", "მესაიდუმლის ქამარი", "ქართულის რვეულები", "ჩრდილი გზაზე", "ძველი გულებისა და ხმლისა", "Maid in Tiflis", "მამლუქი", "კუპიდონი კრემლის კედელთან" თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. მწერალი ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.

წყარო: სულაკაურის გამომცემლობა: sulakauri.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    კუპიდონი კრემლის კედელთან : რომანი / აკა მორჩილაძე.- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018.- 328გვ.
  • 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    obOle : რომანი / აკა მორჩილაძე. - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011.-259გვ.
  • 2010 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია, წლის საუკეთესო რომანი
    მამლუქი : რომანი / აკა მორჩილაძე. - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.- 103გვ.
  • 2008 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    Maid in Tiflis : ტრილოგია / აკა მორჩილაძე .- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2007.- 477გვ.
  • 2006 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ვენერას სიზმარი : რომანი / აკა მორჩილაძე .- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005 .- 147გვ.
  • 2005 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
    სანტა ესპერანსა : რომანი / აკა მორჩილაძე .-თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008.- 766გვ.
  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
    შენი თავგადასავალი : რომანი / აკა მორჩილაძე .-თბილისი : პალიტრა L, 2010 .- 352გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: