Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანსუღ კეკელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1962 წელს მუშაობა დაიწყო ამავე ფაკულტეტის გეომორფოლოგიის კათედრის ტექნიკოს კარტოგრაფად; 1973 წლიდან კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრაზე ჯერ დოცენტად, შემდეგ პროფესორად; 1976-1977წწ. ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა; 1964-1967წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1996 წლიდან მუშაობდა აგრეთვე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური კვლევის მეთოდების განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეძღვნება კარტოგრაფიულ ნიშანთა ზოგადი თეორიის (კარტოსემიოტიკის), კარტოგრაფიის ენის ცნებობრივ-ტერმინოლოგიური სისტემის კვლევას. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოდეზიაში, მათემატიკურ კარტოგრაფიაში, კარტომეტრიაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ-ცენტრალური ეკონომიკური რაიონის მოსახლეობისა და განსახლების ეკონომიკურ-გეოგრაფიული ანალიზი რაიონული დაგეგმარების მიზნებისათვის", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარტოსემიოტიკა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.144; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 614 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |