Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხომული, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1980 წელს. მულტიმედია-არტისტი, პროფესიონალი მწერალი, პუბლიცისტი, ესეისტი, პოეტი-პროზაიკოსი, მხატვარი-გრაფიკოსი, მუშაობს სიურეალიზმში. ლიტერატურული კრიტიკოსი, თვითნასწავლი მუსიკოსი, 30 წლის ასაკიდან ზეპირად თხზავს მუსიკალურ კომპოზიციებს ნაირგვარ სტილში: ლირიკული მელოდიები, როკ-მუსიკა, საგალობლები. ამჟამად მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლ"-ში ჟურნალ "ალტერნატივა"-ს რედაქტორის მოადგილედ. მისი გრაფიკული ნამუშევრები იფინებოდა ქუთაისისა და წყალტუბოს სამხატვრო გალერეებში. ქალაქ წყალტუბოში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. იგი ეწევა პოეტთა ნაწარმოებების დეკლამაციას რეჩიტატივისა, თუ მელოდიის თანხლებით. მუშაობს პოეზიის ზაუმურ და "საუნდ" სტილში. მარსიანი მონაწილეობს არაერთ ლიტერატურულ ღონისძიებებში, პოეტურ საღამოებსა და სემინარებში. მარსიანს შეუძლია ნაყოფიერად ითანამშრომლოს რომელიმე როკ-ჯგუფთან, ან სტუდიასთან, ან ალტერნატიული, ახალი ტალღის მუსიკის შემქმნელ კომპოზიტორებთან. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.212 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |