The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ სულაკაური

არჩილ სულაკაური
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:26 ოქტომბერი, 1997  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს.

1957–1970წწ. მუშაობდა ჟურნალ "მნათობში" განყოფილების გამგედ, 1970–1971წწ. პასუხისმგებელ მდივნად; 1971–1981წწ. გამომცემლობა "ნაკადულში" დირექტორად; 1981 წლიდან ჟურნალ "მნათობის" მთავარ რედაქტორად. პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა. ლექსთა პირველი წიგნი 1951 წელს გამოსცა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული" (1956), "საგზალი" (1959), "ოთხივე მხრიდან" (1975), "სიჩუმე" (1978), "ლექსები" (1980), პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" (1957), "ბიჭი და ძაღლი" (1966), "ოქროს თევზი" (1966), "სალამურას თავგადასავალი" (1969 ), "ლუკა" (1972), "თეთრი ცხენი" (1984). გამოქვეყნებული აქვს ლექსების ათამდე კრებული, პროზა.

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი: buki.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    სალამურას თავგადასავალი : ზღაპარი უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის / არჩილ სულაკაური. -თბილისი : ნაკადული, 1968. -163გვ.
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: